“აშშ-ს მოსკოვთან კონტაქტი აქვს, ავიაკატასტროფაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა 30 იანვარს, რომ ვაშინგტონს კონტაქტი აქვს მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო შვეულმფრენთან შეტაკების დროს რუსეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

„კონტაქტი გვაქვს რუსეთთან“ – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე  ხელს უწყობს თუ არა აშშ რუსეთში დაღუპულების გვამების დაბრუნებას, ტრამპმა უპასუხა – „დიახ, ხელს შევუწყობთ“.

30 იანვრის ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში – 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.

მსგავსი თემები