ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათვისუფლა

ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათვისუფლა. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო პროცესი შეჩერებული იყო.

ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია და ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდათ, უკან, ციხეებში დაბრუნების ბრძანება მიეცათ. მოვლენები განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში.

ისრაელის მხრიდან მძევლების კოორდინატორმა განაცხადა, რომ  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზისთვის ემზადებიან.

მსგავსი თემები