შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის განცხადებით, უკრაინის დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 13.5 მილიარდი შვედური კრონა, ანუ 1.23 მილიარდი დოლარია. როგორც იონსონი წერს, ეს მე-18 ტრანშია, რომელიც სტოკჰოლმმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გამოყო. დაახლოებით 90 მილიონ დოლარს დააბანდებენ უკრაინაში შორი მანძილის რაკეტებისა და დრონების წარმოების განვითარებაში.
დახმარების პაკეტის მეოთხედს შეადგენს შეიარაღება, რომელიც შვედეთის არმიის მარაგებიდან გადაიცემა, მათ შორის 16 საბრძოლო კატარღა, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 200 AT4 ტიპის ყუმბარმტყორცნი. ასევე, ანალოგიური ყუმბარმტყორცნები გადაცემა მოლდოვას, თუმცა იონსონმა მათი რაოდენობა არ დააკონკრეტა.
მთლიანი პაკეტის 45%, ანუ 534 მილიონი დოლარი, მოხმარდება შვედეთსა და ევროპაში ახალი იარაღის წარმოებას უკრაინის საჭიროებებისთვის.