რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. პარლამენტთან შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ასევე მარშით მივიდნენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.