ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა

ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს. ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნიკა ეგაძე თვისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შეჯიბრებაში მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა გავიდა, რომელიც თავისუფალი პროგრამით ხვალ, 31 იანვარს იასპარეზებს.

 

მსგავსი თემები