“გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”- ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას

ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

“მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები