აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და სხვა დაკავებულები, ასევე, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
“გააწანი სილა რეჟიმს” – ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი ქუთაისის მერიასთან გაიმართა.
ამ წუთებში მარჯანიშვილის მოედანზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.