ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა. იგი ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხუთმა წევრმა, ერთხმად აირჩია.
არჩევნებში მონაწილეობას ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო თავაძეც იღებდა, თუმცა გუშინ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა, მას მიზეზი არ განუმარტავს.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია თემურ კეჟერაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტების ნაწილი 15 დღეა პროტესტის ნიშნად იმყოფება. მათი თქმით, „დეკანი და სამი სტუდენტი საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა ანრი კაკაბაძე საპატიმროში ისჯება, იმისთვის, რომ პროევროპულ აქციებს იღებდა მონაწილეობას და ასევე, უნივერსიტეტში ინციდენტისას დეკანს უცხადებდა მხარდაჭერას“. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.