BBC-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში, სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა, Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, სადაც არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა