„ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა შეძლებს სამართლიანი მშვიდობა მოიპოვოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ კადეტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
,,ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ და არ დავივიწყოთ ისინი, ვინც ამ მშვიდობისთვის სიცოცხლე გაწირა. მშვიდობის აუცილებელი პირობაა, რომ რუსეთმა სამართლიანი პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ დასრულდება ომი“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური გზით, ომის დასრულების რეჟიმზე გადასვლა უკრაინას მშვიდობას ვერ მოუტანს, რადგან გაყინული ომი მომავალში აგრესორის ხელახალ ფართომასშტაბიან შეჭრას არ გამორიცხავს.
მისი განცხადებით, გაყინული კონფლიქტი უკრაინაში უკვე არსებობდა 2014 წელს, ხოლო ამის შემდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.