საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელმაც, თუმცა მათ ბორდის შეხვედრაზე თავიდან არ უშვებდნენ.

მოგვიანებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ნინო ზაუტაშვილი, გიგა კიტია და პროტესტის მხარდამჭერი 3 მოქალაქე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში მაინც შეუშვეს.

ასევე, შენობასთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, რომ მან ობიექტურად გააშუქოს სახალხო პროტესტი.

 

 

მსგავსი თემები