კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, 2024 წლის 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელის, ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი წარადგინა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო უჩივის.
„ქართული ოცნების“ სტაჟიანმა პროვოკატორმა, ალი ბაბაევმ მთელი ოპერაცია დაგეგმა. შემაგინა, რაზეც რეაქცია მქონდა. 2 დღის შემდეგ კი სპეცრაზმმა ცემა-ტყეპით დამაკავა და 12 დღე ციხეში გამატარებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მქონდა მისჯილი, გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე, დევნა პოლიტიკური ნიშნით, ჩემს წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. კადრებში ჩანს, ჩხუბის შემდეგ ალი ბაბაევმა კეტი წაართვა ვიღაცას და მომიქნია, ის, რომ მომხვედროდა გადამიხლეჩდა თავს, თუმცა ამაზე ყურს არავინ არ იბერტყავს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
“ამბობდნენ, რომ მე რუსეთის მონა ვარ, მაგინებდნენ” – ალი ბაბაევი ელისაშვილთან დაპირისპირებაზე