საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ.
მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა.
კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ იოსებ ჭელიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგი ბუთხუზს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ ალექსანდრე დარახველიძეს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ კუპატაძეს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მილერი ლაგაზაურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს.