2025 წლის იანვარში, ჩინეთში ტურისტების ბუმია

შეიძლება ითქვას, ჩინეთში შემომავალი ტურიზმი ყვავის. 2025 წლის იანვარში 2025 წლის იანვარის მაჩვენებლებით, ჩინეთში ტურიზმის ბუმია და აქ მოგზაურობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინეთმა, გასული წლის 17 დეკემბერს 240-საათიანი უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა გაატარა.

რაც შეეხება ქვეყნებს, მაგალითად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი შევიდა სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან  აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის  პროვინციაში. მათთვის საკმაოდ საინტერესოა ჩინური სამზარეულო,  განსაცვიფრებელი პეიზაჟები, გარემო, სანახაობები  და შოპინგი. ასევე, შემდეგი ქალაქებია:  ცინგტაოიანთაი, ვეიხაი.

ამ წლის დასაწყისიდან ცინგტაო ყოველდღიურად იღებდა თითქმის 1000 სამხრეთ კორეელ ტურისტს, რაც 17,6 პროცენტით მეტია ვიდრე ჩინეთი სამხრეთ კორეისთვის ცალმხრივი უვიზო პოლიტიკას განახორციელებდა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთის უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა სამხრეთ კორეაში საცდელი წესით შემოვიდა, სამხრეთ კორეელი ტურისტების ჩინეთში მოგზაურობის ჯავშნების მოცულობა გაიზარდა.  შანხაი გახდა საუკეთესო არჩევანი სამხრეთ კორეელი ვიზიტორებისთვის.

საკმაოდ  ბევრი უცხოელი ტურისტი იკვლევს ჩინეთს უნიკალური გზებით, ცდილობს ჩაუღრმავდეს მის მდიდარ ისტორიას და ენერგიულ თანამედროვე კულტურას.

ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ ჩინეთის შემომავალი ტურიზმი წელს პოზიტიურ ზრდას მიაღწევს და გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.

შანხაის კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ბიუროს მონაცემებით, 2024 წელს, ქალაქმა  6 მილიონზე მეტი შემომავალი ტურისტი მიიღო. ცინგტაოში  442,200 ტურისტი დაფიქსირდა, რაც  97.3 პროცენტიანი ზრდაა.

ონლაინ ტურისტული სააგენტო  პროგნოზირებს, რომ გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში უცხოელი ტურისტების მიერ სამოგზაურო ჯავშნების რაოდენობა წლიურად 203 პროცენტით გაიზრდება.

მსგავსი თემები