აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას, ასევე ეხება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო და უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საუბარია იმ დახმარებაზე, რომელსაც ამ ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს.
გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო დახმარება.