“არც უკრაინას, არც ევროპას არ სურს საქართველოს ომში ყოფნა”- გონჩარენკო

“არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს, ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია” – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, რეჟიმი თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოება.

„რა ხდება ახლა? დემოკრატიაა თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრო-რუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა.

ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების” რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ ისინი… მინდა ქართველ ხალხს მივმართო – ქართველებო, ივანიშვილის რეჟიმი, მისი დაჯგუფება და თავად ის გატყუებენ! ისინი გეუბნებიან, რომ ევროპაში მიჰყავხართ, ეს სიმართლე არ არის”

 

მსგავსი თემები