აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცავებმა ტროტუარზე დამაგრებული კარავი დაშალეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ისინი კარვის გატანის შესაძლებლობას არ აძლევენ.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს, მოუწოდებენ, ტერიტორიიდან კარავი გაიტანონ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან ნიღბიანი პოლიციელები არიან მობილიზებული.