საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა გზა გადაკეტეს. ისინი ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის. ადგილზე იმყოფებიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები. ისინი მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

მოგვიანებით, დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ.

 

მსგავსი თემები