„ჭუანგ ბროკადი“  იუნესკოს მემკვიდრეობაში

ჭუანგ ბროკადის პროდუქცია ჩინეთში, განსაკუთრებით კი გაზაფხულის ფესტივალის წინა პერიოდში, საკმაო პოპულარულია და ტურისტების ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა.

ეს ფოტოები  ძინლონგში, ლონგჭოუს საგრაფოში, სამხრეთ ჩინეთში, კუანგსის   ავტონომიურ რეგიონშია გადაღებული და ის ლი სუინგს ეკუთვნის, რომელიც ჭუანგ ბროკადის მეხუთე თაობის მემკვიდრეა.

გაზაფხულის ფესტივალის წინ, ლის სავაჭრო ჯიხური აჭრელებული იყო შექმნილი პროდუქციით, მათ შორის, შარფებით, ჩანთებით, სურათებით, დეკორებითა თუ სხვა აქსესუარებით.

როგორც ლი ამბობს, ერთი მთლიანი ხელნაკეთი ჭუანგ ბროკადის დამზადება შრომატევადი და შედარებით ძვირია. ამიტომ, ის ჭრის ჭუანგ ბროკადს პატარა ნაჭრებად ჩარჩოებში აქცევს და ხელმისაწვდომ და დელიკატურ პატარა საჩუქრებად ყიდის.

ჭუანგ ბროკადი ჩინეთის ოთხი ცნობილი ბროკადიდან ერთ-ერთია და 2006 წელს მისი ქსოვის უნარები იუნესკოს  ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

 

მსგავსი თემები