დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სქესის ან გენდერის შეცვლის პროცედურებზე ფედერალური მხარდაჭერა შეჩერდა. აღნიშნული პროცედურები მოიცავდა სქესის შეცვლის ოპერაციას, სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების, ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებას 19 წლამდე ასაკის ადამიანებში.
„აშშ-ის პოლიტიკით, არ დაფინანსდება და ხელშეწყობა არ ექნება ბავშვის ე.წ გადასვლას, ერთი სქესიდან მეორეზე და აღასრულებს ყველა ამკრძალავ კანონს, რომლებიც ზღუდავს ამ დესტრუქციულ და ცხოვრების შემცვლელ პროცედურას,” – აღნიშნულია სპეციალურ დადგენილებაში.