სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა

Reuters-ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ სირიაში ვიზიტით მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.

ასევე, ალ-შარაას განცხადებით, რუსეთმა სირიაში ნდობა, კონკრეტული ზომების, მათ შორის კომპენსაციისა და რეკონსტრუქციის საშუალებით უნდა აღადგინოს.

ცნობისთვის, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.

მსგავსი თემები