კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არასრულწლოვანების დაცვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას.
„ბავშვებს არ შეუძლიათ თანხმობის გაცემა. ამიტომაც არსებობენ არასრულწლოვანების დაცვის კანონები. ისინი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ“, – დაწერა მასკმა X-ზე.
ცნობისთვის, ტრამპმა დღეს თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.