დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოზე დებატები გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა. საბოლოოდ, ასამბლეის დარბაზში კენჭისყრა გადაწყვეტს მანდატების აღიარების საკითხს.
მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე კი, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, მმართველმა გუნდმა საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების ჩასატარებლად.