“2020 წელს, არჩევანი მტრებსა და სამშობლოს მოყვარეებს შორის იქნება”- ირმა ინაშვილი

საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს, არჩევნის გაკეთება სამშობლოს მტრებსა და მოყვარეებს შორის მოუწევს. 

როგორც დეპუტატი, სოციალურ ქსელში წერს, ეს არ იქნება ბრძოლა პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორის და ქართველ ხალხს, “მკაფიო” არჩევნის გაკეთება მოუწევს. 

“​კიდევ ერთი პასაჟი. 2020 წლის არჩევნები,- ეს იქნება არჩევანი პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორისო. არა, მეგობრებო, 2020 წლის არჩევნები,- ეს იქნება მკაფიო არჩევანი სამშობლოს მტრებსა და სამშობლოს მოყვარეებს შორის. აქ ვექტორების თემატიკა ბლეფია, პიარ- საპნის ბუშტია. ერთ მხარეს იდგება ქართული და ქართველი და მეორე მხარეს იდგებიან ამ ქართულის და ქართველის მტრები. ძალიან მკაფიო არჩევანი იქნება გასაკეთებელი,” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები