რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს. მანამდე მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მოეწყო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა