ირანმა ახალი უპილოტო თვიმთფრინავი წარადგინა. მისი მოქმედების მანძილი 1 000 კილომეტრია. ახალი აპარატი, სახელწოდებით „ღაზა“, ირანმა სამხრეთ ირანში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში „ჰიბრიდული ოპერაციის“ დროს გამოიტანა.
ირანული მედია წერს, რომ უპილოტო თვითმფრინავმა, რომელსაც შეუძლია, სულ მცირე, 500 კილოგრამი ტვირთის გადაზიდვა, წვრთნების დროს წარმატებით აიღო იმიტირებული მტრის რვა სამიზნე.
უპილოტო თვითმფრინავის ფრთების სიგრძე – 22 მეტრი, ასაფრენი წონა კი 3 100 კილოგრამია.