ე.წ. დონეცკის „უზენაესმა სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის “დამნაშავედ ცნეს” დაქირავებულობაში (რუსეთის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში (სსკ-ის 317-ე მუხლი). ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ის აღჭურვეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ფორმით და სპეციალური საბრძოლო დანიშნულების ტექნიკით, რის შემდეგაც ის სამხედრო ინსტრუქტორის მოვალეობას შეუდგა აღნიშნულ ნაციონალისტურ შეიარაღებულ ფორმირებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები