„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია”- PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, რომ ყველაფერი რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ერთი მათგანი, ჟურნალისტი კი 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ძალასთან დიალოგში, ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება შეძლოს. ასევე, დეპუტატები, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების აქ წარმოდგენილები იყვნენ“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.

მსგავსი თემები