სიღნაღში ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჩაატარა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე იაკობმა მრევლს მიმართა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა.
,,შენ, როდესაც გვარით – ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყად უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ. შეხედეთ, გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს – შაჰ-აბასთან, ან ვინმესთან ჩიოდნენ? რომ დადიხართ ამდენ ქვეყანაში და ჩივით – ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა.
რა გვინდა ისევ 90-იან წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს, განსაკუთრებით ერთ ქალბატონს – ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ. როცა ეკითხებოდი რამდენი სქესია, სანამ ბატონი ტრამპი არ მოვიდა პრეზიდენტად, იმათთვის უამრავი სქესი იყო. მოვიდა და ითქვა დიდ ქვეყანაში, მართლაც ძალიან დიდი ქვეყანაა და იქაური პრეზიდენტის ნათქვამს დიდი ძალა აქვს.
ჩვენთან მანამდე რომ ვერ ბედავდნენ ეფიქრათ და თავისი აზრი ეთქვათ, ჩამოყალიბდნენ და ნელ-ნელა დაიწყეს – თურმე მამაკაცი და დედაკაცი ყოფილა, მიხვდნენ ახლა. იმედია დიდი ხანი შემორჩებათ მათ ეს მეხსიერებაში,”- აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი).