ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო. მანამდე ისრაელის არმიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ღაზის მცხოვრებლებს შეუძლიათ დაბრუნება ნეტზარიმის დერეფნით 07:00 საათიდან.
ღაზის სექტორის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ ფეხით ნეტზარიმის გზით და რაშიდის ქუჩით. სატრანსპორტო საშუალებების გავლა აღმოსავლეთით, სალაჰ ად-დინის ქუჩაზე უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, 09:00 საათიდან არის დაშვებული.
ისრაელის არმიამ გასცა მთელი რიგი გაფრთხილებები ღაზის მოსახლეობისთვის, მათ შორის:
არ გადაიყვანონ ტერორისტული ელემენტები ან არ გადაიტანონ იარაღი ჩრდილოეთ ღაზაში;
არ მიუახლოვდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს და ჯარებს ღაზაში ან ისრაელის ტერიტორიაზე;
არ მიუახლოვდნენ რაფაჰის გადასასვლელს და ფილადელფის დერეფნის ტერიტორიას სამხრეთ ღაზაში და არ იბანაონ, არ ჩაყვინთონ ან არ ითევზაონ ხმელთაშუა ზღვაში უახლოეს დღეებში.