შვედეთმა დააკავა გემი, რომელიც ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი

BBC-ის ცნობით, შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შირის გამავალი მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში.

შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის, LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატო-სთან.

მსგავსი თემები