ჩინეთში ახალი წლის შემობრძანებას გრანდიოზულად აღნიშნავენ. სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ჩინეთის მედია ჯგუფმა (CMG) 2025 წლის საგაზაფხულო ფესტივალის გალა კონცერტისთვის მეხუთე რეპეტიცია ჩინური ახალი წლის წინა დღეს გამართა.
პროგრამაში მოიცავს სპექტაკლებს, სიმღერებს, ცეკვებს, ესკიზებს, ოპერას, საბრძოლო ხელოვნებასა და სხვა საოცარ სანახაობას, სადაც გაერთიანებულია ტრადიციულ კულტურა თანამედროვე ელემენტებთან.
პეკინის გარდა, გალა კონცერტი ვეყნის მასშტაბით ოთხი ლოკაციააზე იმართება. კერძოდ, კუანგტონგ -ჰონგ კონგ მაქაო, ჩუნგცინგია მუნიციპალიტეტი, ჰუბეის პროვინცია, ქალაქი ლასა სიჭანგის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქი ვუსი ძიანკსუს პროვინცია.
გალა, რომელიც ჩინურად ასევე ცნობილია როგორც “ჩუნუანი“, 1983 წლიდან ყოველწლიურად გადაიცემა პირდაპირ ეთერში და განიხილება, როგორც მთავარი კულტურული სიმბოლო ჩინეთში ტრადიციული ჩინური ახალი წლის აღნიშვნისთვის.
წლევანდელი ღონისძიება ეთერში 28 იანვარს, ჩინური ახალი წლის წინა დღეს გავა. ის ასევე იქნება პირველი გამოცემა მას შემდეგ, რაც საგაზაფხულო ფესტივალი წარმატებით შევიდა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
მასალა ეკუთვნის CGTN-ს.