თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, თავდაპირველად კოლუმბიამ დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, შემდეგ უარი თქვა, მიეღო ორი სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც კოლუმბიაში მიგრანტებს აბრუნებდნენ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განმარტა, რომ ის წინააღმდეგი იყო, მისი მოქალაქეების ისე დაბრუნების, თითქოს ისინი პატიმრები იყვნენ.
თვითმფრინავების არმიღების შემდეგ ტრამპმა კოლუმბიელი მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაუქმებისა და კოლუმბიიდან შეტანილ საქონელზე ტარიფების 25%-ით ზრდის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ კოლუმბია დათანხმდა სამხედრო თვითმფრინავებით მიგრანტების შეუზღუდავად მიღებას.
უკან დახევის შემდეგ ტრამპმა ტარიფების ზრდის ბრძანება გაიხმო, თუმცა, ვიზების გაუქმება ძალაში დატოვა, ,,სანამ დეპორტაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდება”.