იორდანია ღაზაში მცხოვრები პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგია

იორდანია ღაზაში მცხოვრები პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგია. როგორც იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევია. საფადმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი პოზიცია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიღწევაზე არის მტკიცე და ურყევი. ჩვენი წინააღმდეგობა პალესტინელების გადაადგილებაზე ასევე არის მტკიცე და ურყევი. ეს არ არის მხოლოდ მტკიცე და ურყევი პოზიცია, არამედ ის ასევე აუცილებლობაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად, რაც ჩვენ ყველას გვსურს“-  აღნიშნა აიმან საფადმა.

 

მსგავსი თემები