რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველი გადაკეტილია. თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ. თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.