„ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს, რომ “ბრიუსელის ბიუროკრატებმა” ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს. როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთს არ სურს, ევროკავშირი ლუზერთა კლუბად იქცეს.

„ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ. ნუ მისცემთ უფლებას, მოგატყუონ, როცა იზოლირებულებს ჩვენ გვეძახიან. ჩვენ შევეჩეხეთ ძველ კომუნისტურ ხრიკს: ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ ოპონენტებს იმაში, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე ისაა, რომ არცერთი სხვა კონტინენტი არ არის ისეთი იზოლირებული მსოფლიო წესრიგის ყველა მთავარი მოთამაშისგან. ევროპა იზოლირებულია ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისგან, ევროპელმა ლიბერალებმა დონალდ ტრამპი დემონად დახატეს და ეს, სამწუხაროდ, გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასაც. ევროკავშირი ჩინეთისგან იზოლირდა იმით, რომ ერთ-ერთ მსოფლიო ეკონომიკურ ზესახელმწიფოს სისტემური კონკურენტი უწოდა და მის წინააღმდეგ სატარიფო ომი დაიწყო. ევროკავშირი ასევე იზოლირდა რუსეთისგან, ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, როგორც თავისს, ისე მოიხსენიებენ”- წერს ორბანი.

მსგავსი თემები