მსოფლიო თასზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა

ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. გუნდური ასპარეზობები 1/16-ფინალიდან დაიწყო.

მსოფლიო თასზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით იასპარეზეს სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, ვახტანგ არჩვაძემ და ალექსანდრე თავართქილაძემ.

ტურნირის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

მსგავსი თემები