თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული.
Grand Kartal Hotel-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.
ცნობისთვის, 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში ხანძარი 21 იანვარს, დილის სამ საათზე გაჩნდა, სადაც 237 ადამიანი იმყოფებოდა.