ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა იზმირში

ეგეოსის ზღვაში, იზმირის მენდერესის ოლქის სანაპიროსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7,22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრა განსაკუთრებით იგრძნობოდა მენდერესისა და სეფერიჰისარის რაიონებში, რამაც მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები