“ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა”- პიტერ სიიარტო

“ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უნგრეთს” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

სიიარტოს მტკიცებით, სანქციებით გამოწვეული სირთულეები, გამოწვევები და ზიანი კიდევ უფრო გაიზარდა იმ შემზღუდავი ზომებით, რაც უკრაინამ მისი ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების მიწოდებაზე დააწესა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია და ახლა ვფიქრობ, რომ სანქციებით მიყენებული ზიანის დონემ კრიტიკულ დონემდე მიაღწია. მეტიც, ახალი ვითარებაა, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც ეძებს გამოსავალს რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ამ ძიების შედეგი არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას აქ, ევროპაში, სანქციების შესახებ სხვა გადაწყვეტილების მიღებისას“, – აღნიშნა სიიარტომ.

მსგავსი თემები