აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული.
“ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. დაზარალებული სრულად გამოჯანმრთელდება და ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება” – ნათქვამია განცხადებაში.