„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი მხარს უჭერს საქართველოს მტავრობისთვის დახმარების შეწყვეტას და ემხრობა მაღალცინოსნების დასანქცირებას. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია.
„მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, – აღნიშნა დენ ფრიდმა.
როგორც ფრიდი განმარტავს, საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გააკეთებენ დასავლეთში, არამედ ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი.