აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება, რათა მოგისმინონ. თუმცა, ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა და მშვიდობიან დემონსტრაციებს მიემხროს. დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალისმიერად იღებს სამთავრობო შენობებს. თუ არ მოგწონთ კანონი ან ლიდერი, იმუშავეთ ამის შესაცვლელად, მაგრამ არ მიმართოთ ძალადობას“- აცხადებს რიჩარდ გრენელი.