“პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია”- იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. მისი თქმით, კარგია თავშესაფარზე საუბრის დაწყება, რადგან მისივე თქმით, არსებულ პრობლემებზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა.

„თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“- განაცხადა იოსელიანმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომბუდსმენმა მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა.

მსგავსი თემები