ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში, ძლიერმა წვიმამ სატრანსპორტო ქაოსი და მეტროს გადატვირთულობა გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგია ათასობით სახლს შეეზღუდა და მოსახლეობა იძულებული გახდა, სტიქიისგან თავი მეტროსადგურებისთვის შეეფარებინა. ამასთან, მოვარდნილმა წყალმა მანქანები ქუჩებიდან გაიტაცა.
სან-პაოლოში ნალექის 1 თვის რაოდენობა რამდენიმე საათში მოვიდა, რამაც მოსახლეობაში ქაოსი გამოიწვია, ქუჩები და შენობები კი დაიტბორა. ქარიშხალს თან ძლიერი ალვაც ახლდა.