“მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას ძალიან დიდი სირთულეების და იმედგაცრუებების შემდეგ“- განაცხადა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
ბაზაძემ მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედლი მოპოვა.
“მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას ძალიან დიდი სირთულეების და იმედგაცრუებების შემდეგ და კიდევ შემიძლია დავამტკიცო, რომ მე ამის კეთება კიდევ კარგად შემიძლია… ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით სულ რაღაც 1 თვეა დავიწყე ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად ძალიან წინ წავალთ”- წერს სანდრო ბაზაძე.
ბაზაძემ, ბულგარეთში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედლი მოიპოვა.