ტრამპმა შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება. მანამდე  ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებდა.

ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციასა და საზღვრების დაცვაზე.

„ჩვენ ვაპირებთ, დავამარცხოთ ინფლაცია, შევამციროთ ფასები. ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას. ვაპირებთ, ჩავდოთ მეტი ფული თქვენს ჯიბეებში, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აღვადგინოთ კანონი და წესრიგი ჩვენს ქალაქებში. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები