“სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა”- რობერტ ფიცო ზელენსკის პასუხობს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა.

ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა სლოვაკეთში გამართული ანტისამთავრობო აქციების – „სლოვაკეთი ევროპაა“ – მონაწილეების ფოტო, რომლის ქვეშ ეწერა: “ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”.

საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას ფიცომ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

მსგავსი თემები