რუსეთში, რიაზანის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს. ის დრონების სამიზნე ერთ კვირაში უკვე მეორედ გახდა. რუსეთში აცხადებენ, რომ უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შემდეგ კი ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.
ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 18.8 მილიონი ტონა ნავთობია. 2013 წლიდან ქარხანა როსნეფტის კონტროლის ქვეშ იმყოფება.