ელდარ შენგელაია იუბილარია. ქართველი კინორეჟისორი 92 წლის გახდა. რეჟისორი, რომლის ფილმები ქართული კინემატოგრაფიის შედევრებად იქცა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, „ცისფერი მთები“ კი კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა.
„უნდა იცხოვრო სიყვარულით“ – ასეთია ელდარ შენგელაიას ცხოვრების მთავარი დევიზი. ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას ახლაც არ წყვეტს. მისი ბოლო ფილმი „ჩიტები“ ეკრანებზე ორი წლის წინ გამოვიდა.